ტოპო-გეოდეზიატოპო-გეოდეზია
ტოპო-გეოდეზია
ტოპო-გეოდეზია
ტოპო-გეოდეზია

უძველესი დროიდან ადამიანები განუყრელად არიან დაკავშირებულნი დედამიწასთან. კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დაედამიწას სხვადასხვა თვალსაზრისით შეისწავლიდა და შეისწავლის ამჟამადაც. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მრავალფეროვან სისტემაში საპატიო ადგილი უკავია გეოდეზიას. 

გეოდეზია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მთელი დედამიწიას ან მისი ცალკეული ნაწილების ფორმასა და ზომებს, დედამიწის ზედაპირზე ჩატარებული გაზომვების მეთოდებს, რომელიც სრულდება ხმელეთის ზედაპირის გამოსახვისთვის გეგმასა და რუკაზე და სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადასაწყვეტად. 

გეოდეზია იყოფა უმაღლეს გეოდეზიად და გეოდეზიად, ანუ ტოპოგრაფიად. უმაღლესი გეოდეზია შეისწავლის დედამიწის ფორმასა და სიდიდეს, იკვლევს დედამიწის ქერქის დეფორმციას, მისი ზედაპირის ცალკეული წერტილების კოორდინატების განსაკუთრებული სიზუსტით განსაზღვრის მეთოდებს. 

გეოდეზია ანუ ტოპოგრაფია (წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან, topos-ადგილმდებარეობა  და grapho-აღწერა) მეცნიერული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის დედამიწის შედარებით მცირე ნაწილების გამოსახვის წესებს ტოპოგრაფიულ გეგმებსა და რუკებზე. 

გეგმა და რუკა დედამიწის ზედაპირის შემცირებულ გამოსახულებებს წარმოადგენს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებაა. 

გეგმა არის დედამიწის მცირე ნაწილის შემცირებული გამოსახულება ქაღალდეზე, ჩვეულებრივად მსხვილ მასშტაბში. გეგმაზე მასშტაბი მუდმივია. ე.ი. მის ყოველ ნაწილში ერთი და იგივე მასშტაბია. 

რუკა არის დედამიწის მთელი ზედაპირის ან მისი დიდი ნაწილების შემცირებული გამოსახულება ქაღალდზე დედამიწის ზედაპირის სიმრუდის გათვალისიწინებით. რუკები სხვადასხვა სახისაა: გეოგრაფიული. ასტრონომული და კოსმოსური. გეოგრაფიული ეწოდება რუკებს, რომლებზედაც გამოსახულია დედამიწის ზედაპირი, ზღვებისა და ოკეანეების ჩათვლით. ასტრონომიული რუკები გამოსახავენ ცის სამყაროს, კოსმოსური რუკები -  მზის სისტემის პლანეტებს. დედამიწაზე გაზომილი ხაზების და სხვადასხვა საგნების ნატურალურ ზომებში გამოსახვა გეგმაზე (რუკაზე) შეუძლებელია, თუ რასაკვირველია სათანადოდ არ შევამცირებთ, მათ შემცირების ხარისხი ეწოდება. 

ჩვენს გარშემო არსებულ სინამდვილეში დედამიწის ზედაპირზე ბევრი ობიექტი გვხდება: გზები, დასახლებული პუნქტები, მდინარეები, ტყეები, ბუჩქნარი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სხვა. ეს ობიექტები გეგმებზე და ტოპოგრაფიუულ რუკებზე უნდა გამოისახოს მკაფიოდ და კონკრეტულად, გარკვევითა და სისრულით. ტოპოგრაფიულ რუკებზე ყოველი ობიექტი - ყანაა იგი, თუ ტყე, გზაა თუ მდინარე და სხვა, თავიანთი პირობითი ნიშნებითაა გამოსახული. პირობითი ნიშნების გარდა, გამოიყენება აგრეთვე შემდეგი აღნიშვნები: ისრები- ჭაობების სიღრმისა და მდინარეების მიმართულების აღსანიშნავად. ჯვრები-უღელტეხილებზე, სწორი ხაზები - მდინარეების იმ ადგილებში, სადაც გაზომილია მათი სიგანე და სიღრმე. დასახლებუული პუნქტების პირობითმა ნიშნებმა სწორად და თავლსაჩინოდ უნდა აჩვენონ დასახლების დაგეგმარება, ნაგებობათა სიმჭიდროვე, საზღვრები და მწვანე ნარგავები. მკაფიოდ უნდა გამოიყოს მთავარი ქუჩები და საორიენტაციო დანიშნულების ნაგებობები. 

ტოპოგრაფიული რუკა რომ ცოდნის წყაროდ უნდა იქცეს, უნდა გამოვიმუშავოთ რუკის არა მარტო გაგების, არამედ, სხვადასხვა დანიშნულებისათვის მისი გამოყენების უნარი. ვიდრე გზების, არხების, წყალსადენის, ელექტროსადგურის, აეროდრომის და სხვ. საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას შეუდგებოდნენ, ინჟინრები და ტექნიკოსები ყოველმხრივ შეისწავლიან ადგილმმდებარეობას, დაწვრილებით გამოიკვლევენ მშენებლობის პირობებს და საშუალებებს. ამ სამუშაოებს საინჟინრო-საძიებო სამუშაოები ეწოდება. 

რუკები და გეგმები საინჟინრო დარგის საპეციალისტებისათვის შეუნაცვლებელი თანამგაზვრია. გზის მშენებლობა იქნება, არხის, ელექტროსადგურის, თუ აეროდრომის და სხვა,  პირველდაწყებით ცნობებს რუკებიდან ღებულობენ, ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ტოპოგრაფიული რუკისა და გეგმის გარეშე საინჟინრო-საძიებო და საპროექტო სამუუშაოები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. რუკებს იყენებენ შემდეგი პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად: 

1.ჰორიზონტალების სასუალებით წერტილების ნიშნულების განსაზღვრისათვის;

2. ადგილმდებარეობის გრძივი პროფილის შესადგენად;

3. ხაზების ქანობების განსაზღვრისათვის;

4. მოცემული ქანობით ხაზებით გასატარებლად რუკაზე;

5. ფერდობის დაქანების, ციცაბოების და დაქანების მიმართულების განსაზღვრისათვის;

6. წყალშემკრები აუზის ფართობის საზღვრების და მხედველობის მიმართულების დასადგენად და სხვ. 

საველე გეოდეზიური სამუშაოების ძირითადი პროცესებია ხაზოვანი და კუთხური გაზომვები. ამჟამად პრაქტიკაში გამოიყენება თანამედროვე უნივერსალური გეოდეზიური ინსტრუმენტები: GPS Leika Corca ელ. ტახეომეტრები Trimble M3; Tonkon 3900; Leika TC-R 805 და სხვა. ყველა სახის და მოდელის ჯიპიესები ჩართულია სახელმწიფო გეოდეზიურ ქსელში და შესაძლებლობას იძლევა ადგილზე განისაზღვროს ნებისმიერი ადგილის კოორდინატები X;Y და სიმაღლეები Z. კომპანია ასევე აღჭურვილია კომპიუტერული სისტემებით: ფერადი პრინტერი HP Officejjet Pro 8100; EPSON L 355; EPSON L 1300. პლოტერი HP Designjet T 610; HP Designjet 500 ps; HP Officejet 7610. სკანერი Colortrac SmartLF Gx25. 

ცალკეული ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმის შედგენისათვის საჭიროა მთელი რიგი საყრდენი წერტილები, რომელთა მდებარეობა წინასწარ უნდა იქნეს განსაზღვრული. ასეთ წერტილებს გეოდეზიური საფუძველი ეწოდება. გეოდეზიური საფუძვლის შექმნა ყველა სახის აგეგმვის ძირითადი მოთხოვნა და კანონია. 

ტოპოგრაფიული აზომვა როგორც წესი, ტარდება საყრდენი წერტილებიდან (რეპერებიდან), რომელთა კოორდინატები განსაზღვრულია WGC-84 UTM-ის კოორდინატთა სისტემაში და მიბმულია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი საინფორმაციო ქსელის ჯეო-კორსის ბაზას. სიმაღლე, ბალტიის ზღვის სისტემით. ტოპოგრაფიული აზომვისას შემსრულებელი აყენებს ელ. ტახეომეტრს წერტილზე (რეპერზე), ინსტრუმენტში შეჰყავს დგომის წერტილის (რეპერის) წინასწარ GPS-ით განსაზღვრული კოორდნატები, წერტილის სიმაღლე. ტემპერატურა, ატმოსფერუული წნევა, მასშტაბის კოეფიციენტი და ყველა ის მონაცემი, რაც საჭიროა ინსტრუუმენტის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანისათვის, რათა ტოპო-აგეგმვა შესრულდეს ზუსტად და ხარსიხიანად. ასევე, შეიყვანება გასაორიენტირებელი წერტილის (რეპერის) კოორდინატები და იწყება გაორინეტირება ამრეკლის საშუალებით. გაორიენტირებისას ინსტრუმენტი ავტომატურად ითვლის და ეკრანზე გამოაქვს ყველა ის მონაცემი, თუ რა სიზუსტით მოხდა გაორიენტირება. თუ ორიენტირება არ მოხდა იმ სიზუსტით, რაც თავად ინსტრუმენტს აკმაყოფილებს (100 მ.-ში 5 მმ), იგი ავტომატურად წყვეტს ფუნქციას და არ მუშაობს. ამიტომ,  შემსრულებელი ამოწმებს ყველა თავდაპირველ მონაცემს და ხელმეორედ ორიენტირდება. გაორიენტირების შემდეგ ვამოწმებთ ობიექტზე დამაგრებულ საყრდენი წერტილების (რეპერების) კოორდინატებს და სიმაღლეებს და როცა დავრწმუნდებით მათ სიზუსტეში, შემდეგ უკვე იწყება ობიექტის ადგილმდებარეობის  ტოპო-აგეგმვა. აიგეგმება ყველა ის კონტური, რაც ობიექტზეა განლაგებული და გამოსახული უნდა იყოს პირობითი ნიშნების შესაბამისად. ინსტრუმენტს გააჩნია ფუნქცია, ყველა კონტურს დაეწეროს თავისი შესაბამისი სახელი. მაგ: ხე, ბუჩქი, ელ. ბოძი, გზა, მდინარე, ხიდი, არხი, შენობა-ნაგებობა და სხვა, რაც უფრო ზუსტს ხდის უკვე კამრეალურ პირობებში საბოლოო ტოპოგრაფიული რუკის მომზადებას და გამორიცხავს შემსრულებლის მიერ ველზე მექანიკური შეცდომების დაშვებას. 

განსაკუთრებული ყურადრება ექცევა რელიეფის აგეგმვას. რელიეფის აგეგმვის პროცესში პიკეტები აიღება რელიეფის დამახასიათებელ წერტილებსა და ხაზებზე (რელიეფის ჩონჩხზე), წყალგამყოფ და წყალშემკრებ ხაზებზე, უნაგირზე, რელიეფის გატეხის ხაზებზე, ბორცვების მწვერვალებსა და ძირზე, ღრმულების ფსკერზე, ხევებისა და ტერასების წარბზე, ფერდობებზე. რელიეფის აგეგმვა უმჯობესია იწყებოდეს ფერდობების ძირიდან. რელიეფის აგეგმვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პიკეტების სიხშირეს. აქ გარკვეულ როლს ასრულებს შემსრულებლის გამოცდილება. გარდა ამისა, პიკეტების სიხშირეზე მოქმედებს აგეგმვის მასშტაბი, კონტურის სირთულე, რელიეფის ხასიათი და რელიეფის კვეთის სიმაღლე. 

საბოლოოდ, ტოპოგრაფიული აგეგმვა დამუშავებული იქნება 3D განზომილებაში X; Y; Z AutoCAD პროგრამის  dwg ფაილში და GIS-ის პროგრამაში.

აქამდე განვიხილეთ რუკების შედგენის ტოპოგრაფიული წესები, გავეცანით გეოდეზიურ ინსტრუმენტებს, მათ კონსტრუქციასა და დანიშნულებას, მაგრამ ქვეყნის კარტოგრაფირებისთვის ტოპოგრაფიული წესებით რუკების შედგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ამიტომ, რუკების შესადგენად დაიწყო ზედაპირის აეროფოტოგრაფირება. აეროფოტოგრაფირება ეწოდება დედამიწის ზედაპირის ფოტოგრაფირებას თვითმფრინავიდან. ფოტოგრაფირების შედეგად მიღებულ აეროსურათებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მიზნებისათვის. მათ შორის ტოპოგრაფიული რუკების შესადგენად. 

აეროფოტოგრაფირება ფარტოდ დაინერგა სატყეო საქმეში, გეოგრაფიულ და საინჟინრო ძიებაში, მშენებლობასა და არქიტექტურაში, ჰიდროტექნიკურ, სამრეწველო, სატრანსპორტო მშენებლობაში. გეოდეზიუურ პრაქტიკაში ხსირად გვხვდება გრძელი და ვიწრო ზოლის გეგმების შედგენა. ასეთი გეგმები ფართოდ გამოიყენება საგზაო და ჰიდროტექნიკურ საძიებო სამუშაოებში, მდინარის კალაპოტის გამოკვლევებში და სხვა. დღესდღეობით  აეროფოტოგადაღება ტარდება სპეციალური აეროფოტოასაფრენი მოწყობილობა „დრონით", რომელსაც აქვს ობიექტივი და სპეციალური ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს აეროსურათის ფორმატს და ზომებს. ასევე აღჭურვილია GPS -ით და მმართავი პულტით, რომელიც საშუალებას გვაძლევს აპარატმა იფრინოს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გვსურს ფოტოგადაღება. ფოტოგადაღების შემდგომ ხდება სუურათების კომპიუტერულად დამუშავება და ორთოფოტოს მიღება ჩვენთვის სასურველ მასშტაბში. 

შპს „კირკიტაძე და კომპანია“ აღჭურვილია ზემოთ ჩამოთვლილი გეოდეზიური ინსტრუმენტებით და მათ შორის საფრენი აპარატით, რომლებიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტოპო-გეოდეზიური კვლევების შესასრულებლად.

 

ტოპო-გეოდეზია