საკადასტრო აზომვითი ნახაზებისაკადასტრო აზომვითი ნახაზები
საკადასტრო აზომვითი ნახაზები
საკადასტრო აზომვითი ნახაზები
საკადასტრო აზომვითი ნახაზები

საკადასტრო მონაცემები არის მიწის ნაკვეთის საზღვრის, კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. 

საკადასტრო ინფორმაციის შეგროვება საუკუნეების მანძილზე, როგორც თვისობრივად, ტექნოლოგიურად და გეოგრაფიულად იცვლებოდა. ამიტომ, ამჟამად არსებობს მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების თანმდევი საკადასტრო ინფორმაციის ნაირსახეობა: დაწყებული უმასშტაბო, ფურცლებზე შესრულებული ჩანახატების მსგავსი სქემებით, დამთავრებული ზუსტი ელექტრონული აზომვებით მიღებული კოორდინატებიანი ციფრული ნახაზებით. 

საქართველოს უახლოესი წარსულის გათვალისწინებით და რეგსიტრაციის პროცესის ხშირი ცვლილებების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციებში დაცულია სხვადასხვა ტიპის, სიზუსტის და განსხვავებული მეთოლოგიით შესრულებული საკადასტრო ინფორმაცია. მათ შორის არის ისეთებიც, რომლის მიხედვითაც რეგისტრირებული ნაკვეთის გეოგრაფიული ადგილის დადგენა შეუძლებელია. ასევე, ისეთი საკადასტრო მონაცემებიც (ე.წ. სისტემუური ინვენტარიზაციის აღწერები), რომელთაც არანაერი იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. 

2006 წლამდე კადასტრის წარმოებას სისტემური სახე არ ჰქონდა, რამაც იმდროინდელი საკადასტრო მონაცემების შეგროვებისა და თავმოყრის პროცედურები, განსაკუთრებით კი რაიონებში, ფაქტობრივად სრულად მოშალა. მისი ერთიან სისტემაში მოქცევა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წელს დაიწყო. 2011 წლისთვის უწყებამ კადასტრის წარმოების ცენტრალიზების პროექტი დაასრულა. ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა. 

საკადასტრო აგეგმვითი (აზომვითი ნახაზი) შესრულებული უნდა იქნეს ადგილზე მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო GPS-ის გამოყენებით GeoCors-ის გეოდეზიური სისტემის საშუალებით. ისეთ ადგილებში სადაც შეუძლებელია GPS-ით ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენა, ნაკვეთის მიმდებარედ შესაძლებელია განისაზღვროს GPS-ით არანაკლებ ორი წერტილის კოორდინატები და შემდგომ ელ. ტახეომეტრის გამოყენებით აიზომოს ნაკვეთი. 

საკადასტრო აგეგმვითი (აზომვითი) სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის მიზნით, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუვის ფარგლების შესახებ მონაცემები შეაგროვოს ობიექტის ადგილზე აზომვის საფუძველზე. საკადასტრო აღწერის შედეგი შედგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში. საკადასტრო აღწერისას გათავლისწინებული უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა. აზომვის ზედდება დასაშვებია რეგისტრირებულ მონაცემებთან 0.3 მ-ით. საკადასტრო აღწერის დროს უნდა განხორციელდეს უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების გარდატეხის კუთხეებისა და უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საერთო ხედის ფოტოგადაღება. ფოტოგადაღების ციფრული ვერსია უნდა დაერთოს უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიას. ამასთან, ფოტოს გადაღების თარიღი უნდა შეესაბამებოდეს უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის თარიღს. საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობების ნუმერაცია უნდა შეესაბამებოდეს საჯარო რეეტრში უფლება-რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი შენობა-ნაგებობით ხდება ძველის ჩანაცვლება, ან აზომვითი ნახაზით დასტურდება უფლებარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის (დანგრევის) ფაქტი. 

საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია შედგენილი უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოინფრორმაციული მონაცემების შესაბამისად. 

დაუშვებელია საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება ობიექტზე გაუსვლელად. ასევე. დაუშვებელია რომ უზღავი ნივტის მესაკუთრემ საკადასტრო აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირს მიუთითოს სხვა მიწის ნაკვეთი, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესრულების უფლებამოსილების მქონე პირმა საკადასტრო აზომვით ნახაზეე ასახა სხვა მიწის ნაკვეთის კოორდინატები. 

საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების და ელ. ვერსიის შედგენისათვის შპს „კირკიტაძე და კომპანია“ დაკომპლექტებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატით ინჟინერ-ტექნიკუური პერსონალი, რომლებსაც გააცნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად. ასევე, კომპანია აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და საკადასტრო ნახაზის ელ. ვერსიის მომზადებისათვის სპეციალური ლიცენზირებული პროგრამებით. 

 

 

საკადასტრო აზომვითი ნახაზები
საკადასტრო აზომვითი ნახაზები